ხატია დეკანოიძე დავით გარეჯის საქმეზე - ეს იყო საბჭოთა სამართლის აღსრულება უდანაშაულო ადამიანების მიმართ

ეს იყო პოლიტიკური აქტი, პოლიტიკური სასამართლო და საბჭოთა სამართლის აღსრულება უდანაშაულო ადამიანების მიმართ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ივერი მელაშვილისა და ნატლია ილიჩოვას მხარდასაჭერ აქციაზე, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება ადამიანებს პოლიტიკური ინტერესებისთვის წირავდნენ.

„მე შემოვუერთდი ბატონი ივერის და ნატალის მხარდასაჭერ აქციას, ეს არის მათი უბანი, არიან მისი მეგობრები, მეზობლები, ნათესავები, მისი მეუღლე, რომელსაც ვიცნობ იმიტომ, რომ ჩემი სამაჟორიტარო ოლქის ნაწილია და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი გულითადი სოლიდარობა არა მხოლოდ, ჩემი ბრაზი და სევდა, რომელიც მაქვს ამ ადამიანების დაკავებასთან დაკავშირებით, ჩემი შინაგანი განწყობა, რომელიც არის ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანის შინაგანი განწყობის იდენტური, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამ ბრალს არ უნდა შევეგუოთ. როგორც ბატონმა ივერიმ თქვა, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი ძალაუფლების გულისთვის, შიდა პოლიტიკური შუღლის გაღვივების გულისთვის , რადგან ჩვენი პარტიის ზიზღი და შიში ამოძრავებს, ორი უდანაშაულო ადამიანი, რომელთაც არაფერი უკეთებიათ გარდა პატრიოტიზმისა და საკუთარი საქმის კეთებისა, საპყრობილეში გამოკეტა. ყველას ერთი აზრი გვაქვს აქ ვინც ვართ, უბრალო ადამიანებს, მათ ნათესავებს, რომ არ შეიძლება სახელმწიფო სწირავდეს ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რაზეც ბატონი ივერი საუბრობდა, ეს არის ის, რომ ქვეყნის ინტერესები დააზიანეს და სწორედ ამიტომ ვდგავარ აქ და ყოველთვის ვიქნები მისი და მისი ოჯახის გვერდზე,“- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა