ჯოზეფ ბორელი - უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის, განცხადებით, მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების გაგრძელების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელია და ევროკავშირი არსებით მოლაპარაკებებში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთოს.

„უკიდურესი შეშფოთებით აღვნიშნავთ ინფორმაციას სამხედრო მოქმედებების გაგრძელების, ისევე როგორც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის არსებობის შესახებ,“- ნათქვამია ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები არსებით მოლაპარაკებების პროცესში დაუყოვნებლივ უნდა ჩაერთონ, რომელიც ათობით წელია ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა