ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო სარეკლამო რგოლში მისი კომენტარი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ენტონი ფაუჩი, აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო სარეკლამო რგოლში მონაწილეობას არ დათანხმებია და მისი კომენტარები კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

კლიპში საუბარია იმაზე, თუ როგორ ცდილობდა დონალდ ტრამპი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულიყო და ასევე იმაზე, თუ როგორ მუშაობდა მისი ადმინისტრაცია პანდემიასთან გასამკლავებლად. ამ ფონზე კი ენტონი ფაუჩი საუბრობს პრეზიდენტზე და კორონავირუსის წინააღმდეგ მის ძალისხმევას მიესალმება.

„წარმოდგენაც არ შემიძლია, რომ ვინმეს მეტის გაკეთება შეეძლო,“- აღნიშნავს აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი.

თუმცა, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ეს კომენტარი მან რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში არა პრეზიდენტის, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალური წარმომადგენლების ძალისხმევის შესახებ გააკეთა.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ მას არასდროს, არცერთი კანდიდატის მიმართ საჯაროდ მხარდაჭერა არ გამოუხატავს.

„საჯარო სამსახურში თითქმის ხუთი ათწლეულის განმავლობაში ყოფნის მანძილზე, არცერთი პოლიტიკური კანდიდატის მიმართ გამომიხატავს მხარდაჭერა,“ - აცხადებს ენტონი ფაუჩი.

იხილეთ ვიდეო: ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო სარეკლამო რგოლში მისი კომენტარი კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს