აჭარისა და გარკვეული გამონაკლისების გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან იწყება

აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირება დღეიდან განახლდა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონვირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 29 სექტემბერს მიიღო.

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით განხორციელდება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის სამ-ოთხ ბაღში მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, აღნიშნული ბაღები არ გაიხსნება.

მისივე თქმით, დანარჩენი ბაღები გახსნისთვის მზად არის.

“მშობლები უკვე გაფრთხილებული არიან, რათა დავიცვათ ბავშვებისა და იქ მომუშავეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. დანარჩენ ბაღებში არის მზადყოფნა. 12 ოქტომბერს არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც არსებულ მდგომარეობაზე დეტალურად იქნება საუბარი. ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. თუ სხვა რაიმე გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ინფორმაციას ამაზეც მოგაწვდით“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: აჭარისა და გარკვეული გამონაკლისების გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დღეიდან იწყება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს