სხვადასხვა სამუშაოს გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, დღეს, 12 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დიდუბის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ) და გელოვანის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რაფიელ აგლაძის, ვახუშტი ბაგრატიონის, დავით ყიფიანის და ქუთაისის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ათონელის, მტკვრის, შოთა ნიშნიანიძის, ორბელიანის, სანაპიროს და ფურცელაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ვიქტორ დოლიძის, იოსელიანის, გურამ ბზვანელის და სულხან ნასიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა მიკრორაიონების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს