სენოლოგიის ინსტიტუტი Acıbadem: მეცნიერება და გამოცდილება ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში

41 წლის ქალი დიაგნოზირებული იყო ძუძუს კიბოს მე-2 სტადიით, ორსულობის 33 კვირაზე. დედისა და ნაყოფის საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ, მულტიდისციპლინარულმა საბჭომ შეადგინა მკურნალობის გეგმა და შეიმუშავა ქიმიოთერაპიის სქემა. სამი კვირის შემდეგ, პაციენტს შეეძინა ჯანმრთელი ბავშვი. ხოლო სამი თვის შემდეგ ჩატარდა მკერდის შენარჩუნების ოპერაცია, რომლის დროსაც სიმსივნე სრულად ამოღებულ იქნა. ამჟამად ეს ქალბატონი ჯანმრთელი და ბედნიერი, ორი შვილის დედაა.

სარძევე ჯირკვლის კიბოს დარგში, თურქეთში ცნობილი პროფესორი, ქირურგი ჯიჰან ურასი აცხადებს: "ინტერდისციპლინარული მიდგომა საშუალებას იძლევა თითოეული პაციენტისთვის არჩეულ იქნას დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სწორი მეთოდი." 30 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ექიმმა, ერთ-ერთმა პირველთაგანმა დაიწყო ქირურგიული მკურნალობის უახლესი მეთოდების გამოყენება, ხელმძღვანელობდა რა სენოლოგიის კვლევით ინსტიტუტს Acıbadem-ს, რომელიც ეწევა სამეცნიერო - კვლევას სენოლოგიის (მეცნიერება ჯანმრთელი მკერდის შესახებ) სფეროში.

როგორ ეხმარება სამეცნიერო კვლევები ძუძუს კიბოთი დაავადებულ პაციენტებს

ძუძუს კიბო - რთული დაავადებაა, რომლისგანაც მსოფლიოში ყოველწლიურად 2.1 მილიონი ქალი იტანჯება. იდენტური სიმსივნეები არ არსებობს. სამეცნიერო კვლევა მიზნად ისახავს ძუძუს კიბოს საფუძვლიან შესწავლას და სიცოცხლის გადარჩენის შანსის ამაღლებას.

ჯიჰან ურასი აცხადებს, რომ მეორე და უფრო მეტი სტადიის სიმსივნის დადგენის შემთხვევაში (ადგილობრივად გავრცელებული ძუძუს კიბო), კლინიკის ექიმები უპირატესობას ანიჭებენ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევამდე. და იყენებენ ახალ მეთოდს – ქიმიოთერაპიას ოპერაციამდე.

ერთ-ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ უმჯობესდება ოპერაციის შედეგი. მაგალითად, ადგილობრივად გავრცელებული ძუძუს კიბოს პაციენტის ოპერაცია, რომელიც იღლიისქვეშა არეშიც ვრცელდება, ითვალისწინებს ყველა ლიმფური ჯირკვლის ამოღებას. თუმცა, ადრეულ ეტაპზე ქიმიოთერაპიას ძალუძს აღმოფხვრას კიბო ჯირკვლებში და დაუბრუნოს მათ წინანდელი მდგომარეობა. თუ ადრეულ სტადიაზე ჯირკვლის ნიმუშის ანალიზით დგინდება, რომ კიბოს უჯრედები არ არის წარმოდგენილი, მაშინ არ არის აუცილებელი ყველა ლიმფური ჯირკვლის ექტომია, რაც თავის მხრივ სრულად გამორიცხავს მომავალში ლიმფედემის განვითარების რისკს.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში.

რადიკალური მასტექტომიიდან მკერდის შენარჩუნების ოპერაციამდე

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მკერდის შენარჩუნებას", - აცხადებს ჯიჰან ურასი. "ჩვენ მხოლოდ ავთვისებიანი ნაწილის და სიმსივნის ექტომიას ვანხორციელებთ, და შემდეგ კი ონკოპლასტიკურ ოპერაციას ვაკეთებთ, რომელიც საშუალებას იძლევა შევინარჩუნოთ მკერდი დამაკმაყოფილებელ (კოსმეტიკური თვალსაზრისით) მდგომარეობაში."

ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია მკერდის სრული მასტექტომიის თავიდან აცილება: კიბოს გვიანდელ (მიშვებულ) სტადიაზე, და როდესაც წარმოდგენილია რამდენიმე სიმსივნე (აუცილებლად ავთვისებიანიც კი არ არის), რომელიც განლაგებულია სხვადასხვა ადგილას.

პროფესორი განმარტავს, რომ კლინიკა იყენებს სრულად მკერდის მოცილების 2 მეთოდს, რომელიც ინარჩუნებს ძუძუს თავებს, მის მიმდებარე არეს და კანს. ოპერაცია შეიძლება შესრულდეს, როგორც ტრადიციული მეთოდის გამოყენებით, ასევე ენდოსკოპის გამოყენებით. უახლესი მიღწევაა ამ სფეროში - მკერდის გაჭრის გარეშე მასტექტომიის შესრულება, რობოტიზირებული სისტემის Da Vinci-ს გამოყენებით. პატარა ჭრილობიდან იღლიისქვეშა ღრუში, ხდება ყველა ქსოვილის ამოღება, ხოლო შემდგომ იმავე გზით პლასტიკური ქირურგი ახერხებს პროთეზის დაყენებას.

21-ე საუკუნის ძუძუს კიბოს ქირურგია ახერხებს მედიცინისა და ესთეტიკის შერწყმას. ყველაფერი კეთდება ერთდროულად, აღდგენის მიზნით შესაძლოა იმპლანტანტების ან პაციენტის ქსოვილის გამოყენება.

რადიაციული თერაპიის ევოლუცია: არა 8 სეანსი, არამედ ერთჯერადი დოზა

ერთ-ერთი უახლესი მიღწევა რადიაციულ სხივურ თერაპიაში - IORT (ინტრაოპერაციული სხივური თერაპია) გახლავთ. თუ პაციენტს სტანდარტული სხივური თერაპიის გამოყენებით უნდა გაეარა 8 სეანსი, ამჟამად ინტრაოპერაციული სხივური თერაპიით საკმარისია - ერთი. რაც აარიდებს საჭიროებას 8 ჯერ დაექვემდებაროს მაღალი დოზის სხივურ თერაპიას და ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას.

სენოლოგიის ინსტიტუტი Acıbadem - მკურნალობის მოწინავე მეთოდების დამნერგავია

ექიმი აცხადებს, რომ სენოლოგიის ინსტიტუტი Acıbadem - სამეცნიერო ცენტრია, სადაც შემუშავდება და გამოიყენება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდები ქირურგიულ სფეროში, სამედიცინო და რადიაციული ონკოლოგიაში, რაც საშუალებას იძლევა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

მხოლოდ ბოლო 5 წლის განმავლობაში, Acıbadem-ში ძუძუს კიბოსგან განიკურნა თითქმის 3,000 პაციენტი 20-ზე მეტი ქვეყნიდან.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს