ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტო - Covid 19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება 28 დღის განმავლობაში შეუძლია

Covid 19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება ტელეფონის ეკრანებზე, ბანკონტებსა და სხვა ნივთებზე 28 დღის განმავლობაში შეუძლია, - ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავსტრალიის ეროვნულ სამედიცინო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეცნიერების მტკიცებით, კვლევამ აჩვენა, რომ ვირუსს სხვადასხვა ზედაპირზე დარჩენა იმაზე დიდხანს შეუძლია, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. წინა ლაბორატორიულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი ბანკნოტებსა და მინაზე ორი ან სამი დღის განმავლობაში, ხოლო პლასტიკურ და უჟანგავ ფოლადზე ექვი დღე შეეძლო გაჩერება.

მეცნიერებმა ასევე აღნიშნეს, რომ ვირუსი განსაკუთრებით მარტივად საუბრის დროს ახლო კონტაქტით, დაცემინებისა და დახველების შედეგად ვრცელდება.

იხილეთ ვიდეო: Covid-19-ის გამომწვევ ვირუსს ინფექციურობის შენარჩუნება 28 დღის განმავლობაში შეუძლია - ავსტრალიის ეროვნული სამედიცინო სააგენტო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს