თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 კორონავირუსის შემთხვევების გამო არ გაიხსნა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, თბილისში მოქმედი 183 ბაღიდან, 4 ბაღი თანამშრომლებში კოვიდინფექციის დადასტურების გამო არ გაიხსნა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი, რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა.

„მინდა მივულოცო თითოეულ ბავშვს დღევანდელი დღე და წარმატებული სასწავლო-სააღმზრდელო წელი ვუსურვო. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, უამრავი რეგულაცია შემოვიდა ჩვენ ბაღებში იმისათვის, რომ ჩვენი პატარები იყვნენ უზრუნველყოფილი სრულიად უსაფრთხო გარემოთი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვების მიღების წესი რომლის ორგანიზებაც თითოეულმა ბაღმა მაღალ დონეზე მოახდინა. ასევე, ინფრასტრუქტურულ და მეთოდოლოგიურ ნაწილშიც შეიცვალა ბევრი რამ, რომ უსაფრთხოება მაღალ დონეზე ყოფილიყო აყვანილი. 183 ბაღიდან გაიხსნა 179 ბაღი, 4 ბაღი არ გაიხსნა გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდინფექცია“, - აღნიშნა კახაბერ გვანცალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო