კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარაში, 178 კი თბილისში დადასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, 478 ახალი შემთხვევიდან 196 შემთხვევა აჭარაში დადასტურდა, 178 კი თბილისში.

მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 50 პაციენტი, მათგან 8 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

„აჭარაში- 196 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, თბილისში- 178, იმერეთში 65 შემთხვევა დადასტურდა, გურია -1, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 13, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 6“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს