13 ოქტომბერს ჯივიპი წყნეთში, რუსთაველისა და ჭიაურელის ქუჩებზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაუდებელ სამუშაოებს იწყებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ხვალ, 13 ოქტომბერს, წყნეთში, რუსთაველის და ჭიაურელის ქუჩებზე, მაგისტრალურ წყალსადენის ქსელზე გადაუდებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს. ინფორმაციას კომპანია ჯივიპი ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ ქუჩებზე შეიცვლება ქსელის 200 მეტრი სიგრძის დაზიანებული მონაკვეთი, დამონტაჟდება ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და მოეწყობა საკვანძო ჭები.

„მაგისტრალური წყალსადენის აღსადგენად აუცილებელი გათხრითი სამუშაოები და მძიმე ტექნიკის გადაადგილება ძირითადად ღამის საათებში შესრულდება, რაც ჭიაურელის და რუსთაველის ქუჩების კვეთიდან რუსთაველის ქუჩის 11 ნომრამდე სატრანსპორტო მოძრაობის ნაწილობრივ შეფერხებას ძირითადად ღამის საათებში გამოიწვევს. წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის დაგეგმილ ვადაში შეცვლის მიზნით კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ხვალიდან, 13 ოქტომბრიდან 10 დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში იმუშავებენ. „ჯორჯიან უოთერ ენდ „ მოსახლეობას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს