ჩინეთის ქალაქ ცინდაოში კორონავირუსზე ტესტს 9 მილიონამდე ადამიანს ჩაუტარებენ

ჩინეთის ქალაქ ცინდაოში კორონავირუსზე ტესტს 5 დღის განმავლობაში მთელს მოსახლეობას ჩაუტარებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც იქ კორონავირუსის ახალი შემთხვევები დადასტურდა.

კერძოდ, ცინდაოს ჯანდაცვის მუნიციპალური კომისიის ინფორმაციით, ქალაქში კორონავირუსის 6 სიმპტომური და 6 ასიმპტომური ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობისათვის, ქალაქ ცინდაოში 9 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

შეგახსენებთ, მაისში, ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსზე ტესტი 11-მილიონიან ქალაქ უხანის ყველა მცხოვრებს ჩაუტარა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა