ეკატერინე ტიკარაძე - თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში არსებულ ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს, რათა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გამომდინარე იქედან, რომ თბილისში ინფიცირების შემთხვევები მატულობს, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა კვლავ მნიშვნელოვანია.

„კვლავ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ნიღბების ინტენსიური გამოყენება, ასევე, სოციალური დისტანცირება, რადგან დედაქალაქში გვაქვს საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. ამიტომ, დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო