მარინა ენდელაძის განცხადებით, ბოლო დღეებთან შედარებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა შემცირდა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისში დღეს დაფიქსირებული კორონავირუსის 178 ახალი შემთხვევა იმედისმომცემია, ვინაიდან ბოლო დღეებთან შედარებით, თბილისში ინფიცირების რაოდენობა შემცირდა.

ამასთან ენდელაძის თქმით, თუ მოსახლეობა თავს დაიცავს კორონავირუსით ინფიცირებისგან, თბილისში ინფიცირების შემთხვევების დრამატული მატება არ იქნება.

„დღეს ცოტა იმედისმომცემი ინფორმაცია გვქონდა, შედარებით ნაკლები იყო, ვიდრე გუშინ. ვფიქრობ, მოსახლეობის შეგნება ისეთია, რომ გავუფრთხილდებით ყველა კოვიდინფიცირებას, არ გვექნება თბილისში დრამატული ზრდა. ეს მოსახლეობაზეა დამოკიდებული“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ენდელაძის თქმით, კლინიკაში 56 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან პაციენტების უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამასთან, მარინა ენდელაძე დასძენს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილების პროცენტული რაოდენობა საქართველოში მაღალი არ არის.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 12 272-მდე გაიზარდა.გარდა ამისა, საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 211 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა ამ ეტაპზე 6538-ია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო