საია-ს სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, სექტემბერში, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა დაფიქსირდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საერთო ჯამში, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულვებელყოფის ერთი შემთხვევა, ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი შემთხვევა, მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა, წინასაარჩევნო კამპანიისთვის პარტიის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა.

როგორც საია-ში აღნიშნავენ, კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე, როგორც, ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება. საია-ს შეფასებით, სექტემბერი ძალადობრივი ქმედებებით გამოირჩეოდა, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი ქმედებების დროს.

„მინდა განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო მუქარისა და ძალადობის შემთხვევაზე, ჩვენ სექტემბერში 11 ასეთი შემთხვევა გვაქვს აღრიცხული და დაფიქსირებული. ამ 11 შემთხვევიდან ყველაზე მეტი მოდის პარტია „ლელოს" წევრების მიმართ, მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე, როდესაც ეს ხელშეშლა ძალადობისა და მუქარის შემცველი ელემენტებით გამოვლინდა. არაერთი შემთხვევაა მოყვანილი, მათ შორის ზუგდიდის. ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის პროცესები, რომელიც მარნეულში და ბოლნისში მოხდა. ამის შესახებაც ნახავთ დეტალურ ინფორმაციას, როგორც მაგალითად, „სტრატეგია აღმაშენებლის", „ნაციონალური მოძრაობის" ან „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართ მუქარის ან ძალადობრივი ქმედებების შემთხვევებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული ეს შემთხვევა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მხოლოდ ესეც არ არის საკმარისი, აუცილებელი და მნიშვნელოვანია კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგონ", - განაცხადა სულხან სალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა