ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყნის მასშტაბით 53 კრიტიკული პაციენტია და მათი რაოდენობა ინფიცირებულთა ზოგადი რაოდენობის პარალელურად იზრდება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 53 კრიტიკული პაციენტია და მათი რაოდენობა ინფიცირებულთა ზოგადი რაოდენობის პარალელურად იზრდება.

ტიკარაძის თქმით, ისინი სხვადასხვა რეგიონში მკურნალობენ, თუმცა რეანიმატოლოგების მხრიდან მათზე ცენტრალიზებული მონიტორინგი ხორციელდება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„აღსანიშნავია, რომ კრიტიკული პაციენტების რიცხვი მატულობს გამომდინარე იქედან, რომ ყოველდღიურად მატულობს ზოგადი პაციენტების რიცხვი და დღესდღეობით გვყავს 53 კრიტიკული პაციენტი. ისინი არიან განთავსებულები სხვადასხვა რეგიონში, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე ის, რომ ცენტრალიზებული მონიტორინგი რეანიმატოლოგების მხრიდან ხორციელდება და თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეანიმატოლოგების კლინიკური ჯგუფი, რომელიც ცენტრალიზებულად მართავს ამ პაციენტებს, მისი მხრიდან ხდება ყველა საჭირო ღონისძიებისა და მკურნალობის ჩატარება, რომელიც ამ პაციენტებს ესაჭიროებათ და ის აქტიურად არის ჩართულები ამ პროცესში,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მან ყურადღება მიზნობრივ ტესტირებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ შემთხვევების ყველაზე მეტი გამოვლენა, სწორედ მიზნობრივ ტესტირებას უკავშირდება.

‘მნიშვნელოვანი არის, ასევე, ტესტირების კუთხით ის სტატისტიკა, რომელიც ჩვენს ხელთ არსებობს. მიზნობრივი ტესტირების კუთხით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი შედეგები, ვინაიდან შედარების კომპონენტში, სწორედ ამ მიზნობრივი ტესტირებით გვაქვს ყველაზე მეტი გამოვლენა. მაგალითად, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არის ისევ წამყვან პოზიციაზე და არის საკმაოდ მაღალი გამოვლენა, ახალ კონტაქტებში, რაც, ასევე, კონტაქტების კუთხით მიმდინარეობს, ესეც არის მოწინავე ადგილზე და უკვე შემდგომი რისკჯგუფების გამოვლენა ეტაპობრივად კლებულობს, თუმცა ცხელების ცენტრებსა და ცხლების კლინიკებში ჩივილით მისულ პაციენტებშიც არის საკმაოდ კარგი გამოვლენა,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა