ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დამატებით მოხდება საწოლების მობილიზება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დამატებით მოხდება საწოლების მობილიზება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანაში საწოლების რაოდენობა საკმარისია.

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით როგორია საწოლების დატვირთვის დინამიკა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან დედაქალაქში გვაქვს ინფიცირებულების მატება, მოხდება დამატებითი საწოლების მობილიზება. ახლა, სამინისტროში მიმდინარეობს კლინიკებთან შეხვედრა. არსებული კლინიკები, რომლებიც კოვიდინფეციის მართვაში ნაწილობრივ, ჰიბრიდული მეთოდით არიან ჩართულები, დღის ბოლომდე კოვიდინფქციის მართვაში სრულად იქნებიან ჩართულები.

რაც შეეხება სასუნთქ აპარატებს, ამ ეტაპისთვის 150-ზე მეტი სასუნთქი აპარატი გვაქვს თავისუფალი. ამის მიუხედავად, ამ კლინიკების ბაზაზე მოხდება სასუნთქი აპარატების დამატებაც“,-განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დამატებით მოხდება საწოლების მობილიზებ

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო