სერგი კაპანაძის განცხადებით, მათ აქტივისტზე, რომელსაც თავს დაეხსნენ, პოლიციაში მისვლის შემდეგ, ზეწოლა და დაშინება განხორციელდა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ძალადობა და არალეგალური ინსტრუმენტის გამოყენება „ქართულ ოცნებას“ ვერ უშველის ხელისუფლება რომ შეინარჩუნოს.

ამის შესახებ მან გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში "ევროპული საქართველოს" აქტივისტზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.

კაპანაძის თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ აქტივისტები თავს დაესხნენ "ევროპული საქართველოს" აქტივისტს, ხოლო მას შემდეგ, რაც "ევროპული საქართველოს" აქტივისტმა ეს პოლიციაში განაცხადა, მის ოჯახზე მოხდა ზეწოლა და დაშინება.

„ქართული ოცნება" ისევ აგრძელებს ძალადობას არჩევნების წინ - გუშინ, გვიან ღამით მოხდა ინციდენტი, როდესაც "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ აქტივისტს თავს დაესხნენ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში, ცემეს ის, რის შემდეგ წავიდა პოლიციაში, თქვა, რომ ეს გააკეთეს "ქართული ოცნების" აქტივისტებმა და როგორც ხდება ხოლმე, ტრადიციულად, მის ოჯახზე მუქარის შედეგად, ათქმევინეს, რომ ის არის არა "ევროპული საქართველოს", არამედ "ქართული ოცნების" მხარდაჭერი, რაც ჩვეულებრივი კლასიკური "ქართული ოცნების" სტილია, ჯერ ძალადობა, შემდეგ ზეწოლა იმ იმედით, რომ პირიქით, გამოჩნდება, რომ ეს ადამიანები აღარ უჭერენ მხარს იმ პარტიას, ვისთან აფილირების გამოც მასზე იძალადეს.

ბუნებრივია, ჩვენ ველით, რომ ასეთი ინციდენტები გაგრძელდება მომავალშიც, მაგრამ მინდა პირდაპირ ვუთხრა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, რომ ყველა ასეთი შემთხვევა, ძალადობა, არალეგალური ინსტრუმენტის გამოყენება, აუცილებლად იქნება საბოლოო ჯამში დასჯილი. მათ რაც არ უნდა იძალადონ" ევროპული საქართველოს" აქტივისტებსა და მომხრეებზე, თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მომხრეებზე, საბოლოო ჯამში, ეს მათ არ მოუტანს შედეგს, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება და შემდეგში, წაგების მერე, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გამო მათ ექნებათ სერიოზული პრობლემები,“ - განაცხადა კაპანაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს