რომან გოცირიძე - როგორც კუმ გაატანა მორიელი მდინარეს, ისე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“

როგორც კუმ გაატანა მორიელი მდინარეს, ისე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“, რომელიც დღესაც არ იშლის თავის ზნეს, ძალადობით, მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსითა და სხვა ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ უზნეობის მწვერვალი არის ე.წ. კარტოგრაფების საქმე.

„არ იშლის „ქართული ოცნება“ თავის ზნეს, ეს არის ძალადობა, მოსყიდვა, ცემა-ტყეპა. გუშინ საშინლად სცემეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტი. იცით ხომ კუ და მორიელი? მორიელი არ იშლის თავის ზნეს, კბენს და კბენს კუს. მაგრამ კუ ეუბნება, მე ჩემი ზნე მაქვსო, წყალში ჩაყვინთავს და გაატანს მორიელს მდინარეს. ასე უნდა გავატანოთ ისტორიას „ქართული ოცნება“, რომელიც დღესაც არ იშლის თავის ზნეს, ძალადობით, მოსყიდვით, ადმინისტრაციული რესურსითა და სხვა ხრიკებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

მათი უზნეობის მწვერვალი არის კარტოგრაფების საქმე. უდანაშაულო ადამიანების გაწირვა მათი პოლიტიკური მიზნებისათვის. ვერ გათვალა რუსეთმა, ეგონა, რომ კვლავ დადგამდა ისეთ სცენებს, როგორიც იყო „ცოცხების სცენები“ და მრავალი სხვა, მაგრამ მიიღებს ძალიან მძიმე უკუშედეგს.

ყოველისშემძლე არ არის რუსეთის აგენტურა. რუსეთის ეს აქცია „ქართული ოცნების“ დასახმარებლად მათი აგენტების მიერ ჩატარებული, ერთ-ერთი ფაქტორი იქნება „ქართული ოცნების“ დასამარების. ხალხი არის ამ მეცნიერების მხარეს და ყველამ იცის, რომ ეს უდანაშულო ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით სხედან საპატიმროში“, - აღნიშნა გოცირიძემ.

მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ზემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ბერკეტად „შავ ფულს“ იყენებს.

„ის რაც ჩანს, არის მხოლოდ აისბერგის წვერი, დანარჩენი არის „შავი ფული“ იმ შავი ბიზნესებისა, რომელიც ბიუჯეტიდან იპარავს. „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან ადამიანები, რომლებიც შემდგომ ელოდებიან ამ ფულის ათმაგად და ასმაგად ამოღებას ბიზნესშეღავათებისა თუ ტენდერებში შეღავათიანი პირობების ფორმით. ამიტომ, მოსყიდვის და არჩევნებზე ზემოქმედების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი არის „შავი ფული“, რომელიც შეიძლება შევაფასოთ როგორც დანაშაულებრივი ქმედება საარჩევნო პროცესში“, - განაცხადა გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო: ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე უარი თქვა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა