ყირგიზეთის პრეზიდენტმა ბიშკეკში საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ქვეყნის დედაქალაქში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განაახლა.

Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ალმაზბეკ ოროზალიევმა, რომელიც ბიშკეკის კომენდანტად დაინიშნა, პრეზდენტს საგანგებო მდგომარების 21 ოქტომბრის შემდეგ გახანგრძლივება სთხოვა.

შეგახსენებთ, ყირგიზეთში საპროტესტო აქციები 4 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ შედეგებს აპროტესტებდნენ, სამთავრობო შენობები დაიკავეს. ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები გააუქმა. 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას პრემიერ-მინისტრს კუბატბეკ ბორონოვის მთავრობის გადადგომის შესახებ და განაცხადა, რომ მზადაა, ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე გადადგეს. იმავე დღეს პრეზიდენტმა ქვეყანაში, 21 ოქტომბრამდე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და დედაქალაქში ჯარის განლაგების განკარგულება გასცა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო