მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩეველმა, მთის კურორტების განვითარების კომპანიის ყოფილმა დირექტორმა, ალექსანდრე ონოფრიშვილმა ქვეშეთი-კობის ახალი გზის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ონოფრიშვილი განმარტავს, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, განვითარდება მთლიანად ყაზბეგის მუნიციპალიტეტი და ახალ სიცოცხლეს შეიძენს კურორტი გუდაურიც. მისივე თქმით, ქვეშეთი-კობის ახალი გზის აშენების შემდეგ, საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდება და რეგიონი ინვესტორებისათვის მეტად მიმზიდველი გახდება.

„გუდაურის ერთ-ერთი დიდი პრობლემა სატრანზიტო ავტომობილებია. სწორედ ეს უშლით ხელს ტურისტებს, რომ მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნონ თავი კურორტზე. ქვეშეთი-კობის გზის აშენების შემდეგ, პრობლემა აღარ იარსებებს და კურორტის საინვესტიციო ღირებულებაც საგრძნობლად გაიზრდება. მაგალითად, ერთიორად გაიზრდება საბაგირო და სათხილამურო გზების ფასი ინვესტორისთვის. განაშენიანების რეგულირების გეგმა სრულფასოვნად ამოქმედდება და კურორტი უფრო ევროპული გახდება, აღარ იქნება გამონაბოლქვი“, - აცხადებს ალექსანდრე ონოფრიშვილი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა