ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2021 წლის 16 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სანქციები ერთი ორგანიზაციისა და 9 პირის მიმართ მოქმედებს, მათ შორის 5 დაკავშირებულია ქიმიური იარაღის გამოყენებაზე სირიაში, 4 კი - სოლსბერიში, სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ.

სანქციები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და ევროკავშირის ტერიტორიაზე საბანკო ანგარიშების გაყინვას, იურიდიულ პირებისთვის კი ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებაზე წვდომის დაბლოკვას ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო