გია ჟორჟოლიანი - ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საკუთარი მოქალაქეების ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ღირსეულ დასაქმებაზე

ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საკუთარი მოქალაქეების ჯანდაცვაზე, განათლებაზე და ღირსეულ დასაქმებაზე, - ამის შესახებ პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა კასპის, გორისა და ხაშურის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

გია ჟორჟოლიანმა ამომრჩეველს „სოციალ-დემოკრატების“ ხედვა გააცნო ქვეყანაში სახელმწიფოს როლის, ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკური მიდგომების შესახებ.

ამომრჩეველთან შეხვედრისას განხილვის მთავარი თემები 31 ოქტომბრის არჩევნები და ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო გარემო, სოციალ-ეკონომიკური პრობლემები იყო.

„მსოფლიო იცვლება, კოვიდ პანდემიამ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ სახელმწიფომ წარმმართველი როლი უნდა ითამაშოს მოქალაქეების ცხოვრებაში კრიზისული ვითარების დროს. ჩვენ გვჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საკუთარი მოქალაქეების ჯანდაცვაზე, განათლებაზე, ღირსეულ დასაქმებაზე. დღეს ქართული სახელმწიფო დიდი ცვლილებების მიჯნაზეა, დაახლოებით ისეთი ცვლილებებისა, როგორიც ჩვენ უკვე გავიარეთ 90-იან წლებში. ამ გამოწვევებს მომზადებული უნდა შევხვდეთ. ამიტომ, აუცილებელია ავირჩიოთ პასუისმგებლიანი პარლამენტი, რომელიც შეძლებს სრულიად ახალი ხედვით გადაწყვიტოს ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები და არ გვატაროს კვლავ ძველი, ურთიერთდაპირისპირების, კინკლაობისა და ყალბი დაპირებების გზით“, - განაცხადა ამომრჩეველთან შევედრისას გია ჟორჟოლიანმა.

ინფორმაციას პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა