სერგეი ლავროვი სომეხ კოლეგას - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად არ სრულდება

მთიან ყარაბაღში ზავის შესახებ შეთანხმება, რომელსაც გასულ კვირას, მოსკოვში სამმხრივ შეხვედრაზე მიაღწიეს, არასრულად სრულდება, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

„თქვენი ვიზიტი საკმაოდ ადრე დაიგეგმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ის მიმდინარეობს სერიოზული ძალისხმევის ფონზე, რომელშიც მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრი წევრი და ძალისხმევის ფონზე, რომ მოიხსნას დაძაბულობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. გასულ პარასკევსა და შაბათს, ყოველ შემთვევაში, შაბათის გარკვეული ნაწილი ჩვენ ამ შენობაში გავატარეთ ჩვენ აზერბაიჯანელ კოლეგასთან, მივაღწიეთ შეთანხმებას ვლადიმერ პუტინის ინიციატივით. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შეთანხმება ჯერ სრულად არ ასრულდება და საბრძოლო მომქედებები კვლავ მიმდინარეობს“, - განაცხადა ლავროვმა.

მოსკოვში, გასულ კვირას სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით გაიმართა, გადაწყდა, რომ 10 ოქტომბერს 12:00 საათიდან მხარეები შეწყვეტდნენ ცეცხლს.

იხილეთ ვიდეო: სერგეი ლავროვი სომეხ კოლეგას - ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სრულად არ ხორციელდება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს