სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დასაცავად სავერიფიკაციო მექანიზმების შექმნას მოითხოვს

ერევანი დაჟინებით მოითხოვს, შეიქმნას სავერიფიკაციო მექანიზმები მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დასაცავად. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოგრაბ მნაცაკანიანმა განაცხადა, რომელიც მოსკოვში რუს კოლეგა სერგეი ლავროვს შეხვდა.

„კვლავაც მოდის ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანი არ ასრულებს ვალდებულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ამასთან დაკავშირებით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აუცილებელია სავერიფიკაციო მექანიზმების შემოღება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივაღწიოთ ამ რეჟიმის დაცვას“, - განაცხადა მნაცაკანიანმა.

მისივე თქმით, კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება მთელი რეგიონისთვის შესაძლოა სახიფათო გახდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო