რატი იონათამიშვილი - რაც უფრო მოახლოვდება რადიკალური ოპოზიციის გარდაუვალი მარცხი, მით უფრო დაესხმებიან ერთმანეთს თავს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასა" და „ევროპულ საქართველოს" შორის სიტუაცია კიდევ დრო დაიძაბება.

როგორც იონათამიშვილი გიგი უგულავას მიმართვის კომენტირებისას აცხადებს, ქართველი ხალხის მათ კიდევ ერთხელ ეტყვის უარს 31 ოქტომბერს, რათა მათი ადგილი ოპოზიციაშიც არ დარჩეს.

„რაც უფრო მოახლოვდება ის გარდაუვალი მარცხი, რომელიც დადგება რადიკალური ოპოზიციის წინაშე, მით უფრო დაიძაბება ურთიერთობა მათ შორის და მეტად დაესხმებიან ერთმანეთს თავს. ეს ბუნებრივია, რადგანაც ისინი ერთმანეთს აბრალებენ იმ სავალალო სიტუაციას, რომელშიც დღეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომ მათი მხარდაჭერა დღითიდღე უფრო ეცემა ქვევით. მაგრამ ეს არის კანონზომიერება, რადგანაც ქართველი ხალხისგან დაიმსახურეს, რომ უარი უთხრან როგორ ადრე უთხრეს ხელისუფლებაში ყოფნაზე, ახლა ოპოზიციაში კი აღარ დარჩეს მათი ადგილი",- განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთობა არა მხოლოდ ბიძინამ, არამედ მიშამაც ამოიღო მიზანში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის ოპოზიციურ ერთობას ზურგში დანა ჩაარტყა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს