ეკა ბესელია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და მუქარის შესახებ საუბრობს

დეპუტატი ეკა ბესელია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და მუქარის შესახებ საუბრობს. დეპუტატის ინფორმაციით ასეთი ფაქტები იყო მცხეთის ოლქში, ზესტაფონში, ზუგდიდსა და თბილისში.

საარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით განცხადება ბესელიამ დღეს პარლამენტში გააკეთა. ბესელიას თქმით, არც ერთი ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

„იმ ადამიანებს არ მივეკუთვნები, ვინც აკეთებს განცხადებებს ისე, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტები და გარემოებები არ აქვს. ამიტომ დღეს რამდენიმე გაფრთხილება მინდა გავაკეთო მათი მისამართით, ვინც წარმოადგენენ ადგილობრივ ხელისუფლებას თვითმმართველობის დონეზე, არიან სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი პირები და ჩართული არიან ან შეთანხმებით ან ზედმეტად თავის გამოჩენის მიზნით, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში. ეს ეხება ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენას სხვადასხვა მეთოდით - ეხება როგორც მათ შეშინებას, მათ მიმართ სხვადასხვა ტიპის მუქარას, ეხება მათთვის სოციალური დახმარებების შეხსენებას. ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი სოციალურად დაუცველები არიან და ხდება იმის შეხსენება, რომ სოციალური დახმარებები აღარ ექნებათ, თუ ისინი ჩვენი პარტიის და ჩვენი კანდიდატების ღიად მხარდაჭერას გააგრძელებენ. ეს ეხება ადამიანებს, რომლებსაც უნდათ შეხვედრაზე მოსვლა და ვერ მოდიან, რადგან ეუბნებიან, რომ თუ თქვენ საჯაროდ გამოჩნდებით და გაქვთ რაიმე სამსახური, ამ სამსახურებს დაკარგავთ. ნებისმიერი ასეთი მოქმედება, რომელიც ამომრჩევლის ნებაზე, მისი აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე ზეგავლენას ახდენს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მინდა ყველა იმ საჯარო მოხელეს, რომელიც ვერ აცნობიერებს, რომ დანაშაულს ჩადის ან აცნობიერებს და მაინც აძლევს თავს ამის უფლებას, ვუთხრა, ჩვენ ყველაფერს აღვრიცხავთ და რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებსაც გავუგზავნით. მერე მოვთხოვთ პასუხს, მოხდა თუ არა რეაგირება - არც ერთი ასეთი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო: ეკა ბესელია ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მიმართ ზეწოლისა და მუქარის შესახებ საუბრობს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა