11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 947 ათასი აშშ დოლარი შეადგინა

11 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოდან 2 149 ტონა ვაშლია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 947 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ვაშლის ექსპორტის მოცულობა 6-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 713 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წელს, ვაშლი ექსპორტირებულია რუსეთის ფედერაციაში (2 068 ტონა), ყაზახეთში (75 ტონა), სომხეთში (6 ტონა), სინგაპურსა და ჰონკონგში. საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები 1 128 ჰექტარზე გაშენდა. სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა