მთავრობის ინფორმაციით, პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა

მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა.

აღნიშნული რიცხვი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია “ევროპული საქართველოს“ სხდომაზე დაასახელა, სადაც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

“წლევანდელ წელს ეკონომიკური შემცირება, რა თქმა უნდა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს - ვგულისხმობ ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით და ის, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით 100 ათას ადამიანამდეა, ვინც შემოსავლი დაკარგა“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისივე პროგნოზით, მომავალ წელს დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება და “მინიმუმ 20 ათასამდე შემოსავალს აღიდგენს“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს