პრემიერი - მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი დაიხარჯება

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას ბორჯომში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მიუხედავად პანდემიისა, ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არც ერთი საათით და არც ერთი დღით არ გაჩერებულა.

„დიდი პატივია დღეს ჩემთვის საუბარი აქ, თქვენთან ერთად ქვეყნის მომავალსა და ბორჯომის განვითარებაზე. ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ მიუხედავად იმ დიდი გამოწვევისა, რომელსაც არა მხოლოდ საქართველო, არამედ გლობალურად ყველანი შევეჯახეთ რაც ვირუსის გავრცელებას და მასთან დაკავშირებით ეკონომიკურ კრიზისს ეხება, არც ერთი დღით, არც ერთი საათით ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა და არც გაჩერდება, რადგან ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორი გზები გვექნება, როგორი იქნება ჩვენი წყალმომარაგების სისტემა, როგორი იქნება გაზიფიცირება, როგორი იქნება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები და ა.შ. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ვსაუბრობთ არჩევნების შემდგომ პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ გეგმაზე, გეგმაზე, რომელიც შეთანხმებულია უკვე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებს ამ ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფ გამოსვლას, რომელიც დეტალურად არის გაწერილი და ამ გეგმის მიხედვით, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სისტემურ ინფრასტრუქტურაში ქვეყანაში დაიხარჯება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ის ფულია, რომელიც მოხმარდება უკვე მაგისტრალური გზების წესრიგში მოყვანის გარდა შიდა სასოფლო გზებსაც, წყალმომარაგებას, რომელიც უკიდურესად დიდი პრობლემაა და ყველას კარგად გვახსოვს შარშან ზამთრის სეზონზე რა პრობლემა გვქონდა ბაკურიანში, იგივე ეხება გაზიფიცირებას და ამ, მუნიციპალიტეტისთვის გაზიფიცირების შემდგომი განვითარება ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი საშუალო განათლება და მისი ინფრასტრუქტურის მდგომარეობის წესრიგში მოყვანა - სკოლების რემონტი და ახალი სკოლების მშენებლობა მაქვს მხედველობაში, ისევე როგორც საბავშვო ბაღები. ეს ყველაფერი ქვეყანაში მიმდინარეობს, ხორციელდება, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, კონკრეტულად სად რა უნდა გაკეთდეს. მაგალითისთვის, შარშანდელი შემთხვევის შემდგომ ბაკურიანში უკვე დაიწყო როგორც სათაო ნაგებობის, ასევე კიდევ ერთი წყლის რესურსის მოძიების სამუშაოები და წელს უკვე 10 მლნ დაიხარჯა ამ პროექტში და 2021 წლის სეზონისთვის ეს პროექტი დასრულდება, ბაკურიანში წყლის პრობლემა არ უნდა არსებობდეს,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიას თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ბორჯომში, ბაკურიანში შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ადამიანს არ ჰქონდეს აუცილებლობა საცხოვრებლად გადავიდეს თბილისში, ჰქონდეს შესაძლებლობა - ელემენტარული სახელმწიფო სერვისები რომ მიიღოს ადგილზე.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო