მამუკა მდინარაძე - როდესაც დგებოდა ერთ-ერთი მორიგი შეთანხმება, როცა 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან ერთ თვეში, 2007 წელს პარლამენტმა სახელმწიფო ღალატის მუხლი გააუქმა

როდესაც დგებოდა ერთ-ერთი მორიგი შეთანხმება, როდესაც 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან, დაახლოებით, ერთ თვეში საქართველოს პარლამენტმა გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს იყო შემთხვევითობა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის მიერ „სახელმწიფო ღალატის“ მუხლის გაუქმებას ეხებოდა.

მდინარაძის განმარტებით 2006-2007 წლებში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ შემდგარა სახელმწიფოთა შორის, შეთანხმებები დგებოდა მხოლოდ ამ საკითხზე მომუშავე კომისიის დონეზე.

„კომისიის შეთანხმებების ეს ეტაპი, რომელზეც ამ დღეების განმავლობაში მიდის საუბარი, მიდიოდა 2006-2007 წლებში. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ რამე შეთანხმება არ არის სახელმწიფოთა შორის, როგორც ამაზე ძალიან ცუდად და სახიფათოდ სპეკულირებენ ხოლმე. შეთანხმებები არის მხოლოდ კომისიის დონეზე და ეს შეთანხმებები როდესაც დგებოდა, ერთ-ერთი მორიგი შეთანხმების დროს, როდესაც 300-ზე მეტი ჰექტარი საქართველოს საუარესოდ შეთანხმდა, აქედან დაახლოებით ერთ თვეში საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის მარტში თუ აპრილში გააუქმა სახელმწიფო ღალატის მუხლი. ახლა ჩვენ შეგვიძლია ორი ვერსია ავიღოთ და დავიჯეროთ, რომ ეს დამთხვევა იყო, მაშინ როდესაც 2006 წელს სისხლის სამართლის რეფორმა დასრულებული იყო და 2007 წელს მიუბრუნდნენ ერთადერთ მუხლს, რასაც სახელმწიფო ღალატი ერქვა, შეცვალეს, მოდიფიცირება გაუკეთეს, გააუქმეს საერთოდ ასეთი ტერმინი და ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც კომისიის დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო შეგნებული მოქმედება, რომ ვიღაცისთვის სამომავლო რისკი და ეს ტვირთი მოეშორებინათ.

ჩემი სუბიექტური აზრი და ეჭვია, რომ ქვევიდან ზევით, მაშინ, გადაწყვეტილება არ წამოვიდოდა. „ნაცმოძრაობის“ სტილი, ტაქტიკა და მისი მოქმედების ასეთი ხასიათი არავის ახსოვს, რომ გადაწყვეტილებას ექსპერტი მიიღებდა და შემდეგ, რასაც ექსპერტი ურჩევდა მაშინდელ პირველ პირს, ისე მოიქცეოდა. მე უფრო მგონია, რომ ზევიდან ქვევით მიდიოდა ვერტიკალში, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში გადაწყვეტილებები, თუმცა ამაზე შეგვიძლია მხოლოდ ეჭვი გამოვთქვათ. სხვა დანარჩენი არის გამოძიების გადასაწყვეტი,“- განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მტკიცებულებების გარეშე, რა ეჭვიც არ უნდა არსებობდეს, ვერავინ ვერავის ბრალს ვერ წაუყენებს.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა