პრემიერის განცხადებით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის გამკლავებაშიც წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში იყოს

პრემიერ - მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში იყოს. ამის შესახებ მან ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური პირობებია, 31 ოქტომბრის არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს.

„მესმის და ყველას გვესმის, რომ ტურისტი დაგვაკლდა, კოვიდის გამო მთლიანად მსოფლიოში მოგზაურობა შემცირდება, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. ჩვენ ყველანაირი შესაძლებლობა გვაქვს იმისთვის, რომ მეორე ტალღის გამკლავებაშიც ვიყოთ წარმატებული ქვეყნების მოწინავე რიგებში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ეკონომიკურ და მძიმე ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაში გვიწევს 31 ოქტომბრის არჩევნების ჩატარება, წყნარად, მშვიდად, იმ მხარდაჭერის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისგან გვაქვს, რაც მთავარია, ღირსეულ, სამართლიან, მშვიდობიან, ყველა სახის ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა გავიმარჯვოთ. ბორჯომელებო, გისურვებთ ამ გამარჯვებას,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო