დავით ბაქრაძე - ვებრძვით ორ ვირუსს - კოვიდს და „ქართულ ოცნებას“, რომელიც აზიანებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას

ჩვენ ვებრძვით ქვეყანაში კოვიდსაც და "ქართულ ოცნებასაც", ორ ვირუსს, რომელიც აზიანებს დღეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას,- ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, პარტიის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრისას დაიცავენ ექიმების ყველა რეკომენდაციას, მაგრამ პოლიტიკური აქტივობა არ შეჩერდება.

"რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექნებათ ექიმებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მაგრამ იმის იმედი , რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმის იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე ვირუსი "ქართული ოცნება", არ უნდა გვქონდეს. გაგრძელდება კამპანია, გაგრძელდება შეხვედრები და ვირუსს ამოფარებული, მეორე ვირუსი 31 ოქტომბერს ამ ქვეყანას მოსცილდება. ამიტომ ვირუსის და პანდემიის მხარეს ჩვენ არ ვდგევართ, ჩვენ ვებრძვით ქვეყანაში კოვიდსაც და "ქართულ ოცნებასაც", ორ ვირუსს, რომელიც აზიანებს დღეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ყველ რეკომენდაციას, ხოლო ხელისუფლება რომელიც ცდილობს ვირუსთან ერთად გამარტივებულად გაძვრეს არჩევნებზე და ხალხს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს, დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს კოვიდთან ერთად ჩაბარდება წარსულს",- განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს მიმართა, თავიანთ მხარდამჭერებს რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდონ.

მდინარაძე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოწოდებას იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრები გარე სივრცეში გამართონ, სადაც პირბადე მათაც და მოქალაქეებსაც ეკეთებათ.

"ჩვენი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც რიგ შემთხვევებში არასათანადოდ იცავს ხოლმე დადგენილ ნორმებს, თუმცა მასშტაბი არის აბსოლუტურად განსხვავებული ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან შედარებით, როდესაც მათი ნაწილი საერთოდ უგულებელყოფს რეგულაციებს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო