მამუკა მდინარაძე - ყველა ძალადობის ფაქტს რეაქცია მოჰყვა, არავინ დარჩენილა პასუხის გარეშე

ყველა ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც კი მოგისმენიათ, ყველაფერს რეაქცია მოჰყვა, ზოგ ადამიანს გირაო დაეკისრა, ზოგი დაკავებულია, არავინ დარჩენილა პასუხის გარეშე , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მარნეულში და ბოლნისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ინტერესია საარჩევნო გარემო არ დაზიანდეს და პროვოკაციას არავინ წამოეგოს.

„ყველა ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, რაც კი მოგისმენიათ, თუნდაც თქვენთან ტელეეკრანებზე, ყველაფერს შესაბამისი რეაქცია მოჰყვა, ზოგ ადამიანს გირაო დაეკისრა, ზოგი დაკავებულია, არავინ დარჩენილა პასუხის გარეშე. ამავდრულად, არ გარჩეულა ვინ იყო ხელისუფლების და ვინ ოპოზიციის მომხრე. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია, გაგა კახიანმა ბრიფინგი ჩაატარა კიდეც, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ სავალან მირზოევს. ყველა მოწოდებაში, მათ შორის იყო, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, სადაც ამბობდა, რომ არ დავაზიანოთ საარჩევნო გარემო. ჩვენი ინტერესია, რომ პროვოკაციაზე არავინ წამოეგოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში და 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტებზე 4 პირი დააკავეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს