მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილთან სასულიერო პირმა ნამდვილად მიიტანა რუკა, თუმცა ის ავთენტური არ იყო და მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილთან სასულიერო პირმა ნამდვილად მიიტანა რუკა, თუმცა ის ავთენტური არ იყო და მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმე ეროვნული საკითხია და თითოეულ სიტყვას უნდა დავუკვირდეთ.

„ქართულ ეროვნულ ინტერესზე, მის სიწმინდეზეა საუბარი. დავით გარეჯის საქმე ისეთია, რომ დღეს და ხვალ კი არა, 20 წელიც რომ გავა, ყველა ჩვენს სიტყვაზე თითოეულ ჩვენგანს ჟურნალისტს, პოლიტიკოსს, მოქალაქეს ქართული საზოგადოება პასუხს მოგვთხოვს, იმდენად სენსიტიური და ეროვნული საკითხია. მე მოვიძიე ინფორმაცია და ირაკლი ღარიბაშვილთან 2015 წელს სასულიერო პირმა მიიტანა რუკა, რომელიც არ იყო ავთენტური და ორიგინალი და ვერ იქნებოდა გამოყენებული მტკიცებულებად. მაგრამ ამ ინფორმაციის მიღებამ გაამძაფრა იმის სურვილი და ინტერესი, მათ შორის ღარიბაშვილის მხრიდან, რომ რადგან ასეთი შეკოწიწებული რუკა არსებობს და რადგან ეს ინფორმაცია გვაქვს, შესაბამისად უნდა არსებობდეს ორიგინალი და ავთენტური რუკებიც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელებას გუსლიხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

იხილეთ ვიდეო: მამუკა მდინარაძე - 2015 წელს ირაკლი ღარიბაშვილთან არქიმანდრიტმა მიიტანა რუკა, თუმცა, ის ავთენტური არ იყო და მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა