გიორგი გახარია - ყველანაირი გართულებების და პროვოკაციების გარეშე, 31 ოქტომბერს მივიდეთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ პოპულისტურ დაპირებას გასცემს. როგორც მან ახალციხეში, ადიგენში, ბორჯომსა და ასპინძაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა, ხელისუფლება ყოველთვის აკეთებს იმას, რასაც საკუთარ მოსახლეობას ჰპირდება.

„ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს მსოფლიოში გლობალური გამოწვევები, გლობალური კრიზისია. ბევრი პროცესი გაჩერდა ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკური კრიზისი რეალობაა, სამუშაო ადგილებს ჩვენც ვკარგავთ და მსოფლიოში ბევრი ქვეყანაც. ამიტომ, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყანაში არის გამოწვევები, რომლის მოსაგვარებლად არცერთი დღე არ უნდა გავჩერდეთ. ამის მაგალითია ის სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც პანდემიის მიუხედავად, ყოველდღე გრძელდებოდა და არცერთხელ არ გაჩერებულა. ამის მაგალითია ის, რაც ახალციხის, ვალეს პრობლემა კანალიზაცია არცერთი დღე არ გაჩერებულა, მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში დასრულდება, რაც არასდროს ყოფილა. 24 საათიანი წყალმომარაგებაც იქნება და კანალიზაციაც იქნება. არასრდროს ყოფილა ისეთი დონის და ისეთი სისწრაფის რეკონსტრუქცია გზაზე, როგორიც არის ახალციხე-ნინოწმინდა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ და ნორმალურ ქვეყანაში გავზაროთ ჩვენი შვილები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არანაირი სხვაობა არ იყოს ადამიანი ცხოვრობს ახალციხეში, ვალეში, თბილისში, ბათუმში, ქუთაისში თუ რუსთავში. თანაბარი პირობები ყველასთვის- ამისთვის ვატარებთ ისეთ სისტემურ რეფორმებს, როგორიცაა განათლების რეფორმა, სოციალური დახმარების რეფორმა. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, იშრომოს ღირსეულად და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი“,-განაცხადა პრემიერმა.

როგორც გიორგი გახარიამ აცხადებს, 31 ოქტომბერს დაგგემილი არჩევნები პროვოკაციების გარეშე უნდა ჩატარდეს.

„ყველანაირი გართულებების და პროვოკაციების გარეშე, 31 ოქტომბერს მივიდეთ და ღირსეულად გავიმარჯვოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის ის ძალა, რომელიც რაიმე პოპულისტურ დაპირებას გასცემს. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რასაც მოქალაქეებს ვპირდებით. ჩვენ პროგრამის შესაბამისად თითოეული დღე გვაქვს გაწერილი. მინდა გითხრათ, რომ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელშიც ვსაუბროთ, დამატებით ინვესტირებული იქნება 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს კონკრეტული პროგრამები და პროექტებია, რომელიც უკვე განხილული გვაქვს“,-განაცხადა პრემიერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა