ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის არმიამ სომხების სპეცრაზმის დიდი ჯგუფი გაანეიტრალა, რომელსაც გადრუთის ხელახლა დაპყრობა სურდა

აზერბაიჯანის არმიამ სომხების სპეცრაზმის დიდი ჯგუფი გაანეიტრალა, რომელსაც, წუხელ, გადრუთის ხელახლა დაპყრობა სურდა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„თუმცა, სტრატეგიული თავლსაზრისით, ამას სომხეთისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ასეთ ნაბიჯებს უბრალოდ იქ სელფის გადასაღებად ან იმისთვის დგამენ, რომ თავიანთ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ. აზერბაიჯანის არმიამ დიდი ჯგუფი გაანადგურა. სომხების მხარეს წუხელ დაღუპულები ფაშინიანის უპასუხისმგებლო და მტაცებლური პოლიტიკის მსხვერპლნი არიან,“- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა