გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ოქტომბერს 13:00-დან 16:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატახტარში, მისაქციელში, ახალუბანში, ხოლო 15:00-დან 16:00 საათამდე - ქ.მცხეთაში გიორგობიანის, არმაზის, აღმაშენებლის ქუჩებზე, სოფლებში ძეგვი, ნიჩბისი, ქვემო ნიჩბისი, არმაზი, ციხედიდის ტერიტორიაზე, შიომღვიმის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11:25-დან 18:15 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ავჭალასა და ავჭალის მასივში, სოფელ გლდანში, ზაჰესსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:00-დან 16:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში -ახალშენში, ჭილურტში, მჭადიჯვარში, ლამოვანში, ბუჩუნტლიანი, ციხისუბანი, ქისიაანი, ახალი კადოეთი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 14:15 საათამდე ძაბვა 15-15 წუთით შეუწყდება სოფლებს - გუდაური, ქუმლისციხე, კობი, ქვეშეთი, სეთურნი, არახვეთი, მლეთა, ნადიბაანი, სალაჯური, მანასეული, გვიდაქე, ხადა, ზაქათკარი, ბენიან-ბეგონი, იუხო და მიმდებარე სოფლებს.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო