ეკატერინე ტიკარაძე - გარკვეული დეფიციტი შეინიშნება იმაში, თუ რამდენად ეფექტურად იმართებიან პაციენტები კლინიკის დონეზე

გარკვეული დეფიციტი შეინიშნება იმაში, თუ რამდენად ეფექტურად იმართებიან პაციენტები კლინიკის დონეზე. როგორია საწოლბრუნვა, ან რამდენად ადეკვატური და შესაბამისია გაწეული მკურნალობა პაციენტებზე, რომელიც იქ მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, რეანიმოლოგებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა გადადის ეპიდსიტუაციის მართვის ახალ სტილზე, რომელშიც კლინიკური ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით კლინიკური მართვის კომპონენტშიც აქტიურად ჩაერთვება.

„ჩვენ დღეიდან გადავდივართ მართვის ახალ სტილზე, რაც გულისხმობს იმას, რომ კლინიკური ჯგუფი არამხოლოდ როგორც ჩვენი ინტელექტუალური ბაზისი, არამედ უკვე პროცესებშიც აქტიურად ჩაერთვება. გარკვეული დეფიციტი შეინიშნება იმაში, თუ რამდენად ეფექტურად იმართებიან პაციენტები კლინიკის დონეზე. როგორია საწოლბრუნვა ან რამდენად ადეკვატური და შესაბამისია გაწეული მკურნალობა პაციენტებზე, რომელიც იქ მიმდინარეობს. სამინისტროს მონიტორინგის ჩართულებით, გვაქვს სურვილი, თხოვნა და საჭიროება თქვენ აქტიურად ჩაერთოთ ყველა კლინიკის მართვის კომპონენტში, რასაც კლინიკური მართვა ქვია.

სამინისტროს მხრიდან ჩვენ დაგახმართ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონიტორებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში დადიან კლინებში და დოკუმენტალურ დონეზე სწავლობენ პაციენტთა მდგომარეობას და ჩატარებულ მკურნალობას, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამას მეტი ეფექტურება ესაჭიროება", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა