ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდით და ამ სიის სათავეში დგას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდით და ამ სიის სათავეში დგას მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ ახალციხეში, ადიგენის, ახალციხის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბევრად მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ საბოლოოდ ვიხილოთ ძლიერი ქალაქები, ძლიერი რეგიონები და მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება.

„მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით გამორჩეულ ქალაქში, გამორჩეულ რეგიონში, რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული გენის განვითარებაში, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში.

ეს არის რეგიონი, სადაც ცხოვრობენ გამორჩეულად მებრძოლი და მშრომელი ადამიანები. შესაბამისად, ამ რეგიონს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ეს მხარდაჭერა, ეს ყურადღება კონკრეტულ ქმედებაში უნდა გამოიხატოს იმისათვის, რომ რეგიონი იყოს კიდევ უფრო მეტად განვითარებული, ვიდრე არის დღეს.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროგრამა და ეს გამოგვარჩევს სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის განვითარებას, თითოეული რეგიონის და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას.

გასული წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ წინ წაწეულიყო როგორც ქვეყანა, ასევე თითოეული რეგიონი ინფრასტრუქტურის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით თუ ტურიზმის თვალსაზრისით.

ყველას გვესმის, ბევრად მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიხილოთ ძლიერი ქალაქები, ძლიერი რეგიონები და ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება. ამის გარანტია პირველ რიგში ძლიერი გუნდია, რომელიც ჩვენ გამოგვარჩევს ამ არჩევნებში. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდით და ამ სიის სათავეში დგას მთავრობის მეთაური, პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, პანდემიის დროს მთელს მსოფლიოს აჩვენა მართვის საუკეთესო მაგალითი და რა თქმა უნდა, ის არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ მთავრობა ძალიან მალე შეძლებს იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც პანდემიიდან გამომდინარეობს და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც მთავარია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას იმიტომ, რომ პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას აწუხებს ეკონომიკური და სოციალური საკითხები, - განაცხადა კობახიძემ.

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს ძალიან მკაფიო ხედვა და პროგრამა.

„ამ კუთხით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ძალიან მკაფიო პროგრამა და სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ ასევე წარვადგინეთ ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდი როგორც გამოცდილი წევრებით, ასევე ახალი სახეებით და ესეც არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ ჩვენ გვექნება ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტი, ვიდრე იყო თუნდაც გასული 4 წლის განმავლობაში და ჩვენ გვეყოლება ძალიან ძლიერი მაჟორიტარი თქვენი რეგიონიდან , რომელიც იქნება საუკეთესო შუამავალი რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ეს არის სწორედ მაჟორიტარის მთავარი ფუნქცია.

დარწმუნებულნი ვართ, რომ ანტონ ობოლაშვილის ძალისხმევით უამრავი საკითხი მოგვარდება, რომელიც აწუხებს ამ რეგიონს და რეგიონის მოსახლეობას. შესაბამისად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის , რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება. მთავარია, ჩვენი სრული მობილიზაცია , თითოეული ჩვენგანის აქტიურობა იმისათვის , რომ 31 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება, - აღნიშნა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა