ლაშა დარსალია ტოივო კლაარს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ საქართველოში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა, რაც პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა.

“ამ კონტექსტში მწვავედ დაისვა ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შეჩერების, ასევე სოხუმსა და ცხინვალში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ახალგორისა და გალის რაიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე და აღინიშნა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართული იყო კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ლაშა დარსალიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შეუმსუბუქოს ოკუპაციის მძიმე ტვირთი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დროულად განახლებისა და ფორმატის ეფექტიანად გამოყენების საკითხი.

„მინისტრის მოადგილემ შეშფოთება გამოხატა 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი 51-ე რაუნდის რუსეთის წარმომადგენელთა მიერ ჩაშლის გამო. ლაშა დარსალიამ პარტნიორებს თხოვნით მიმართა, რომ თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებმა - ევროკავშირმა, გაერო-მ და ეუთო-მ ქმედითი ზომები მიიღონ მოლაპარაკებების რაუნდის დეკემბერში გამართვის უზრუნველსაყოფად. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკვანძო საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა ასევე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების წინაპირობების გარეშე აღდგენის საჭიროებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაშია.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის და დასძინა, რომ ადგილზე გართულებული ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა