ხატია დეკანოიძე - ოპოზიციური პარტიების ლიდერების შტაბებზე თავდასხმა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ადამიანებზე მუქარა მიმდინარეობს

ოპოზიციური პარტიების ლიდერების შტაბებზე თავდასხმა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ადამიანებზე მუქარა მიმდინარეობს, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს.

ხატია დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების" მხრიდან არჩევნებში დამარცხების მოლოდინი იგრძნობა.

„ხდება ოპოზიციური ლიდერების შტაბებზე თავდასხმა და აქტივისტების ცემა. გვახსოვს ბოლნისი, მარნეული, მათ შორის, გუშინ ლევან ხაბეიშვილის შტაბის წევრზე თავდასხმა, რადგან ოპოზიციის წარმომადგენელია.

ადამიანებს პირდაპირ ემუქრებიან თუ მისცემენ ხმას ოპოზიციას, სოციალური დახმარება მოეხსნებათ, რაც აბსურდია. იმიტომ, რომ ხმის მიცემისას ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს, ვის აძლევენ ხმას. ეს ყველაფერი „ქართული ოცნების" დამოკიდებულებაა, მაგრამ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ის შიში და ის ფარულ არჩევნებში დამარცხების მოლოდინი, რომელიც „ქართულ ოცნებას" აქვს, რასაკვირველია მაინც იგრძნობა", - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა