ნინო ბურჯანაძე რუმინეთის საელჩოს დროებით რწმუნებულს შეხვდა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოში რუმინეთის საელჩოს დროებით რწმუნებულს დრაგოშ ისპასს პარტიის ოფისში უმასპინძლა და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ერთიანი საქართველოდან“ აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების როლსა და მნიშვნელობას დაეთმო.

დრაგოშ ისპასი პარტია „ერთიანი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიითა და პროგრამით დაინტერესდა. მან ნინო ბურჯანაძისგან მიმდინარე პოლიტიკური ვითარებისა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

„პარტია „ერთიანი საქართველოს ლიდერმა“ რუმინეთის ელჩის რწმუნებულთან საზოგადოების ზოგად განწყობაზეც ისაუბრა, იმ შთაბეჭდილებებზე, რომელიც მას ამომრჩეველთან პერმანენტული შეხვედრების შედეგად აქვს.

რუმინეთის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა დრაგოშ ისპასმა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს 31 ოქტომბრის არჩევნებში წარმატება უსურვა. ბურჯანაძემ კი თავის მხრივ ბატონ ელჩს დრაგოშ ისპასს გულთბილი მიღებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო