გიორგი ვაშაძე - თუ აშშ-ის პრეზიდენტი სამი დებატისთვის იცლის, როგორღაც გახარიასაც უნდა ეცალოს - მას ეშინია

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, გიორგი გახარიას დებატებში მონაწილეობის ეშინია.

როგორც ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, მიზეზი, რომ გახარიას დებატებში მონაწილეობისთვის არ სცალია, სუსტი და აბსურდულია.

„თუ ამერიკის პრეზიდენტი იცლის სამი დებატისთვის, როგორღაც გახარიას უნდა ეცალოს იმისთვის, რომ საზოგადოებას ბევრ კითხვაზე პასუხი გასცეს. დებატები არ ნიშნავს უბრალოდ ჩემთან მოსვლას, ეს ნიშნავს საუბარს იმ პრობლემებზე, რომლებიც დღეს ხალხს აქვს. სამი დღეა დარჩენილი და ველოდები მას დებატებში. მე საბოლოო გადაწყვეტილება არ მომისმენია ამასთან დაკავშირებით. არგუმენტი, რომ არ სცალია, არის ძალიან სუსტი. ერთადერთი, ეს იმას შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას ეშინია. მას ეშინია სიმართლის, ფაქტებზე საუბრის, რეალური დისკუსიის. თემატურ დისკუსიას არ გავურბივარო, რომ თქვა, სად გინახავთ ამ არჩევნებში ან თემატური ან რაიმე დისკუსია „ქართული ოცნების“ მხრიდან? რა თქმა უნდა, ეშინია, თქვენ მართლა გგონიათ, რომ მას არ სცალია დებატებზე რომ მოვიდეს ? ეს აბსურდული და ყველაზე სუსტი არგუმენტია. თქვენ წარმოგიდგენიათ ახლა ამერიკის პრეზიდენტმა ან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რომ თქვას, დებატებისთვის არ მცალიაო?“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, ის ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს დებატებში მონაწილეობას.

„მე მივდივარ 10:30 საათზე დებატებში, თუ არ მოვა გახარია ეს ნიშნავს, რომ მას ეშინია, რომ ხალხს გასცეს პასუხი. თუ იქნება სხვა ვინმე, ეს მათი გადასაწყვეტია. როგორც ვნახე გამოკითხვა ტარდება „ინტერპრესნიუსზე“ და მოსახლეობის 70% მხარს უჭერს, რომ ეს დებატები შედგეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც არ უნდა მოვიდეს, მე ამ დებატებში მივდივარ იმიტომ, რომ მე ანგარიშვალდებულებას ვგრძნობ ხალხთან. ვალდებული ვარ მივიდე, ვისაუბრო ფაქტებზე, იმ უმძიმეს ვითარებაზე, რაც ქვეყანაშია და გამოსავლის იმ გზებზე, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს აქვს“,- აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლება დისკუსიებში მონაწილეობას არ უნდა ემალებოდეს.

„გახარიას იცით რისი ეშინია? იცის, რომ ვკითხავთ ფული რატომ გადაურიცხეს მარტო მათთან დაკავშირებულ კომპანიებს? 5 მილიარდიდან საქართველოს მოქალაქეებმა რატომ არ მიიღეს არაფერი? როგორ დაეხმარნენ მცირე და საშუალო ბიზნესს? რატომ დავკარგეთ 220 000 სამუშაო ადგილი? რატომ ვიყავით გამოკეტილი ივლისი-აგვისტო თუ კორონავირუსი მაინც გარბოდა? ხელისუფლება კი არ უნდა ემალებოდეს დისკუსიებს, პირიქით- უნდა დადიოდეს, მაგრამ როცა რვა წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებიათ და არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ, ისინი ამას თავს არიდებენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს