თენგიზ ცერცვაძე - ამ დროის მონაცემებით, რა ინფორმაციაც მაქვს, გადაცდომა, რომელიც შესაძლოა, კოვიდინფიცირებულის სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო, არ დაფიქსირებულა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის, ერთ მილიონ მოსახლეზე გარდაცვალების ყველაზე ნაკლები შემთხვევები ფიქსირდება.

როგორც მან ჟურნალისტებს რეანიმატოლოგებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რაიმე შეცდომები და გადაცდომები მედპერსონალის მხრიდან, რომელიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო არ დაფიქსირებულა.

"მიუხედავად გარკვეული მატებისა, საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც დღემდე ევროპის 49 ქვეყანასა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს შორის, ორი მცირე ქვეყნის გამოკლებით, ჰყავს ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი. ჩვენ გვაქვს გარდაცვლილთა საოცრად დაბალი რიცხვი. რაც შეეხება შეხვედრას, გადაწყდა, რომ ხვალ შედგება კლინიკური ჯგუფის განმეორებითი შეხვედრა, სადაც შემუშავდება აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილება, ყველა ნორმატიული დოკუმენტი, გაიდლაინის განახლება მოხდება როგორც თერაპიულ, ასევე რეანიმატოლოგიურ ნაწილში, მიღებული იქნება ერთიანი უნიფიცირებული მითითებები ყველა კლინიკისთვის", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილებით იქმნება ოპერატიული ჯგუფები, რომელთა ფუნქციაც კოვიდ კლინიკებთან კონტაქტი და დარღვევებსა და პრობლემებზე მყისიერი რეაგირება იქნება.

"ამ ჯგუფის შემადგენლობაში იქნება ერთი რენიმატოლოგი, ერთი ინფექციონისტი და ერთი ადმინისტრატორი-მენეჯერი. ასეთი ჯგუფი შეიქმნება სულ 4-5 ან მეტი. ეს იქნება მობილური ჯგუფები, რომელთა ძირითადი დანიშნულება იქნება მყისიერი და ოპერატიული კომუნიკაციის განხორციელება ყველა კოვიდ კლინიკასთან, პირველ რიგში თბილისსა და ბათუმში. ამ კოვიდ კლინიკებში სიტუაციის ოპერატიულად გაცნობა და დასკვნების დადება, რა ძლიერი და სუსტი ადგილები აქვთ ამ კლინიკებს. რა არის გასაუმჯობესებელი, დასახვეწი, შესაცვლელი და შესანარჩუნებელი. თქვენ რომ კითხულობთ გარდაცვლილებთან დაკავშირებით იყო თუ არა რაიმე გადაცდომა, ამ დროის მონაცემებით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, რაიმე შეცდომები და გადაცდომები, რომელიც შესაძლოა სიკვდილის მიზეზი გამხდარიყო არ დაფიქსირებულა. მაგრამ კატეგორიულად ვერ გამოვრიცხავ, ეს ოთხი თუ ხუთი ოპერატიული ჯგუფი, სწორედ იმიტომ იქნება, რომ ადგლზე შეაფასოს ეს სიტუაცია. ყველა შემთხვევაში, ამ დრომდე, სიკვდილი იყო გარდაუვალი, მას წინ ვერავინ აღუდგებოდა, ღმერთიც ვერ გადაარჩენდა. თუ ზოგიერთ შემთხვევაში ყველაფერი ოპტიმალურად არ გაკეთდა და რაღაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო და პაციენტი გადარჩენილიყო, ამაზე პასუხი ერთ კვირაში, 10 დღეში გვექნება და თუ კორექცია იქნება საჭირო დაკორექტირება", - განაცხადა ცერცვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს