ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მეორე დღეა 200-ს აჭარბებს

ირანში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობა მეორე დღეა 200-ს აღემატება. ამ ინფორმაციას ირანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 272 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში, გარდაცვლილთა რიცხვი 28 800-მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში ვირუსის 4 206 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა, 504 000-ს გადააჭარბა.

ირანის დედაქალაქში, თეირანში, საჯარო სივრცეებში, მათ შორის, შენობებს გარეთაც, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს