ჯოზეფ ბორელი ყარაბაღის კონფლიქტზე - განვიხილეთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები შესრულდეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს.

მინისტრების შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რის შემდეგაც ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელიმ მედიასთან პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ მოვისმინეთ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებები, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეთა ჯგუფის ძალისხმევაზე საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად და მოლაპარაკების მაგიდასთან დასაბრუნებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ 10 ოქტომბერს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები შესრულდეს“, - განაცხადა ბორელიმ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეიარაღებული დაპირისპირების მოსაგვარებლად რეგიონში არსებულმა ყველა მხარემ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა