პაატა ზაქარეიშვილი - მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავება 100%-ით პოლიტიკურია, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

როგორც ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავება მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

„ცალსახად და 100%-ით ეს დაკავება არის პოლიტიკური. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი. არაფერი საერთო გარეჯთან მას არ აქვს. პირიქით, ეს აზიანებს გარეჯის თემას. გარეჯის თემა ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის და როგორც ჩანს, დიდხანს არ გადაწყდება იმიტომ, რომ საზღვრის დადგენა იოლი არ არის. მითუმეტეს, მეგობარ სახელმწიფოებს შორის საზღვარი გადამწყვეტი არ არის, უფრო სხვა საკითხები აერთიანებთ მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს და როგორც წესი, ასეთ დროს, სახელმწიფო საზღვრის დაუდგენლობა არ არის პრობლემა. ის არ უნდა აფუჭებდეს სახელმწიფოებს შორის ურთირთობებს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც დაძაბული ვითარებაა, სახელმწიფო საზღვრის პრობლემას პირიქით, კიდევ უფრო იყენებენ პოლიტიკოსები, რათა ვითარება გაამძაფრონ. ჩვენ რაში გვჭირდება აზერბაიჯანთან სიტუაციის დაძაბვა? წარმოუდგენელია თუ არა ერთი მიზეზი - ეს არის პოლიტიკა. წინასაარჩევნო კამპანიაში სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებამ“ ვერ განსაზღვრა, რომ არ უნდა დაახურდაოს გარეჯის მნიშვნელოვანი და მრავალსაუკუნოვანი თემა, მითუმეტეს ეს არჩევნები არ არის ყველაზე უფრო გადამწყვეტი. გადამწყვეტი იქნება 2024 წელს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ნაკლოვანი არჩევნები.

„ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა საზოგადოება პროპორციულ სისტემაზე და ბოლო მომენტში გადააგდო. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები შუალედური და ჰაერში გამოკიდებული გახდა, ვინაიდან, 2024 წელზე გადაიტანა ის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები სახელმწიფოსთვის, რაც შეიძლებოდა დამდგარიყო 2020 წელს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს