Edison Research-ი წინასაარჩევნო განწყობების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს

Edison Research-ი წინასაარჩევნო განწყობების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ტარდებოდეს, ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 36%; „ენმ - ძალა ერთობაშია“ - 17%; „ევროპული საქართველო“ - 5%; 24% - კი აცხადებს, რომ არ გადაუწყვეტია, თუ ვის მისცემს ხმას.

ამავე კითხვაზე, 4%-ის განცხადებით, ხმას „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს“ აძლევს, „ლეიბორისტულ პარტიას“ - 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 3%; „გირჩი“ - 2%; „ლელო“ - 2%; „მოქალაქეები - ალეკო ელისაშვილი“ - 1% ; “ ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო“ - 1%; “გამარჯვებული საქართველო - ირაკლი ოქრუაშვილი“ - 1%; სხვა პარტიები - 1%.

გადაუწყვეტელი 24%-ის პასუხები კითხვაზე "მაინც ვის მისცემდით ხმას, „ქართულ ოცნებას“ თუ ოპოზიციურ პარტიას, უფრო ვისკენ იხრება თქვენი სიმპატია", ასე განაწილდა: ოპოზიციური პარტია - 30%; „ქართული ოცნება“ - 13%; არ ვიცი/უარი პასუხზე - 57%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. კვლევა 17 სექტემბერი - 7 ოქტომბრის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევის ტიპით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის 4500 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 1.5%-ია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა