რუსეთში სამგზავრო ავტობუსს თავს დაესხნენ - დაღუპულია 4 და დაჭრილია 3 ადამიანი

რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ბორში უცნობმა პირმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაღუპულია 4 და დაჭრილია 3 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი ადგილობრივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

დაშავებული მოქალაქეები ბორის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ზოგიერთი რუსული მედიასაშუალება ავრცელებს ინფორმაციას 3 დაღუპულისა და 3 დაჭრილის შესახებ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო