ბორის ჯონსონი - ჩვენი მიზანი ადამიანების გადარჩენაა, რის გამოც შეზღუდვებს თავიდან ვაწესებთ

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო ბრიტანეთში საფრთხის 3-დონიანი სისტემა დაწესდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებს კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე საფრთხის 3 სხვადასხვა დონე- მაღალი, საშუალო და დაბალი, მიენიჭებათ.

შესაბამისად ახალი შეზღუდვების დაწესება თითოეულ რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„დღესდღეობით იმაზე მეტი ინფიცირებული იმყოფება საავადმყოფოში, ვიდრე ეს მარტში ხდებოდა. ჩვენი მიზანი ადამიანების გადარჩენაა, რის გამოც შეზღუდვებს თავიდან ვაწესებთ. იქიდან გამოდინარე, რომ ზოგიერთ რეგიონში სტაბილური ვითარებაა, ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ცხოვრება უნდა გაგრძელდეს და ბავშვებმა სკოლაში იარონ, საფრთხის მაღალი დონის შემთხვევაში კი დაწესებულებები დაიხურება“, - განაცხადა ჯონსონმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა